Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის სანქციების პასუხად მინსკი აშშ-ის საელჩოს დიპლომატიურ მისიას შეამცირებს


აშშ-ის საელჩო მინსკში
აშშ-ის საელჩო მინსკში

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინსკი ვაშინგტონის სანქციების პასუხად შეამცირებს აშშ-ის საელჩოს დიპლომატიურ მისიას და გაამკაცრებს ამერიკელთათვის სავიზო პროცედურებს.

ამას გარდა ბელარუსის ხელისუფლება გაუქმებს ქვეყანაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფედერალური სააგენტოს მუშაობის თაობაზე მიღებულ თავის გადაწყვეტილებას.


მაისის ბოლოს აშშ-მა განაცხადა, რომ 3 ივნისიდან განაახლეს 9 ბელარუსული საწარმოსათვის დაწესებულ სანქციებს. სიაში შედის ასევე ორი უდიდესი კომპანია - „ბელნეფტეხიმი“ და ბელარუსის ნავთობის სავაჭრო სახლი. მათ მიმართ შეზღუდვები 2006-დან 2015 წლამდე მოქმედებდა. ვაშინგტონმა შეზღუდვების კვლავ შემოღება ბელარუსის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG