Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარიგებული თამაშის ეჭვით დაკავებულია „როლან გაროსის“ ტურნირში მონაწილე რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა


3 ივნისის საღამოს პარიზში პოლიციამ დააკავა რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა, პრესტიჟულ „როლან გაროსის“ ტურნირზე წყვილთა შორის შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ. გაზეთ „ლე პარიზიენის“ ცნობით, იგი ეჭვმიტანილია ჩაწყობილ თამაშში.

რუსი ჩოგბურთელი ქალის მიერ 2020 წლის სექტემბერში განცდილი მარცხის შესწავლა ქვეყნის პროკურატურამ ოქტომბერში დაიწყო. ეჭვი აღძრა „როლან გაროსის“ ტურნირზე გამართულმა წყვილთა შეხვედრამ, რომელშიც სიზიკოვა ამერიკელ მედისონ ბრენგლთან დუეტში დამარცხდა რუმინელი პატრიჩი მარია ციგისა და კრისტინა-ანდრეი მიტის წყვილთან.

ჩოგბურთელი სიზიკოვა 26 წლისაა, ის წყვილთა მსოფლიო რეიტინგში 101-ე ადგილს იკავებს. 2019 წელს ანასტასია პოტაპოვასთან ერთად მან გაიმარჯვა ლოზანაში, პრესტიჟულ WTA International-ის ტურნირში. იმავე წელს ნეაპოლის ოლიმპიადაზე გუნდთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG