Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეწვევა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს


ფილიპ რიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი 6-13 ივნისს შედგება და მისი მიზანი ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა იქნება.

საქართველოში ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განიხილონ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 19 აპრილის შეთანხმების სრულად განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესია და ქვეყნის ოკუპაცია.

სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი რიკერი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

ფილიპ რიკერი საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად. ​პომპეოს გამგზავრების შემდეგ, სწორედ რიკერი შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და მოისმინა მათი შეფასებები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG