Accessibility links

site logo site logo

ამოქმედდა ევროკავშირის აკრძალვა ბელარუსის თვითმფრინავებზე, Belavia რეისებს გაახშირებს მათ შორის ბათუმსა და თბილისში


ამოქმედდა ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვა ბელარუსის თვითმფრინავებზე, რომელიც ეხება წვდომას ევროკავშირის აეროპორტებზე და ფრენას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.

ევროკავშირმა აკრძალვა 4 ივნისს დააწესა, პასუხად ბელარუსის მიერ სამგზავრო თვითმფრინავის იძულებაზე, მინსკში დაშვებულიყო, და ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრებაზე.

ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას "მოეთხოვება, ბელარუსის ავიაკომპანიების ნებისმიერ თვითმფრინავს უარი უთხრას დაფრინდეს, აფრინდეს ან მათ ტერიტორიებს გადაუფრინოს", - წერს ევროკავშირი განცხადებაში.

ბელარუსის ავიაკომპანია Belavia აცხადებს, რომ ნებართვა მიიღო, რეისები აწარმოოს მოსკოვის შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტთან, და რეისები 10 ივნისიდან კვირაში ხუთჯერ განხორციელდება. 12 ივნისიდან ავიაკომპანია ოთხ რეისს დაამატებს სტამბოლთან. ამასთან, 15 ივნისიდან Belavia გააორმაგებს ფრენას ბათუმში, კვირაში 14 რეისამდე და გაზრდის თბილისთან წარმოებული რეისების რაოდენობასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG