Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ კახეთში იპოვა ბოლნისიდან გატაცებული არასრულწლოვანი გოგო


ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 15 წლის გოგო - რომელიც 3 ივნისს გაუჩინარდა - კახეთში იპოვეს.

ახლა არასრულწლოვანი გამოკითხვაზეა თელავის პოლიციაში. შემდეგ კი იგეგმება ექსპერტიზა. გოგოს ოჯახის წევრები დღეს მედიასთან აღარ ურთიერთობენ.

სკოლის მოსწავლე, სავარაუდოდ, კახეთში მცხოვრებმა 20 წლის კაცმა გაიტაცა - მისივე ოჯახის წევრების ინფორმაციით - ცოლად მოყვანის მიზნით.

არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არც გოგო და არც მშობლები სავარაუდო გამტაცებელს არ იცნობდნენ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. უწყებაში რადიო თავისუფლებას ვერ დაუკონკრეტეს, დაკავებულია თუ არა პირი, რომელმაც არასრულწლოვანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG