Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 18 288 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 504 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.76%;
  • ბოლო 7 დღის - 2.99%;
  • ბოლო 14 დღის - 2.92%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1201-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 4 884 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 172 216 აცრა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 349 098 შემთხვევა. მათგან 333 505​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 910​ ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG