Accessibility links

site logo site logo

ბურკინა ფასოში ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 132 სამოქალაქო პირი


ბურკინა ფასოს ჩრდილოეთით მდებარე სოფელზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 132 ადამიანი, - იუწყებიან მთავრობის წარმომადგენლები 5 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ისინი თავდამსხმელებს ტერორისტებს უწოდებენ.

ხოცვა-ჟლეტა მოხდა 4-დან 5 ივნისის ღამის და დილის საათებში, ქალაქ სოლჰანში, ნიგერთან საზღვრის ახლოს. თავდამსხმელებმა სახლებს და ბაზარს ცეცხლი წაუკიდეს, - იუწყება მთავრობა. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმა მას შემდეგ, რაც დასავლეთ აფრიკაში მდებარე ეს ქვეყანა ხუთიოდე წლის წინ ალ-ყაიდასა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯიჰადისტების თავდასხმების სამიზნე იყო.

შეტევაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. პრეზიდენტი როხ მარკ კრისტიან კაბორე თავდასხმას "ბარბაროსულს" უწოდებს. ქვეყანაში 72-საათიანი გლოვაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG