Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი


რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც იქვე მდგომ რამდენიმე ავტომობილზე გადავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG