Accessibility links

site logo site logo

საპატრიარქოს ესტუმრა მოსკოვის საპატრიარქოში შემავალი უკრაინის ეკლესიის დელეგაცია  


უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ესტუმრა საქართველოს საპატრიარქოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეხვდა თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად შეხვდა უკრაინის მღვდელმთავარი, საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი.

შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ახალციისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

„შეხვედრა ძმურ და თბილ ვითარებაში წარიმართა, მიტროპოლიტი ანტონი საქართველოს პატრიარქს ესაუბრა უკრაინის მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ. განიხილეს უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზები", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პატრიარქ ილია მეორეს გასულ კვირას შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მართლმადიდებლური სამყაროს სასულიერო ცენტრის უმაღლესმა სასულიერო პირმა, 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის მოწმობა - ტომოსი, მიანიჭა უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მანამდე ოფიციალურად არ იყო აღიარებული არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ.

რუსეთმა ამ ნაბიჯის შემდეგ გაწყვიტა კავშირის კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. მაგრამ უკრაინის დამოუკიდებელ ეკლესიას კვლავ უხდება დიდი ძალისხმევა, რათა მისი დამოუკიდებლობა აღიარონ სხვა მართლმადიდებელმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა, მათ შორის საქართველოს საპატრიარქომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG