Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი შესახვედრად ვაშინგტონში მიიწვია


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, ვაშინგტონში ჟურნალისტებს უამბო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც ბაიდენს უთქვამს, რომ ის მოხარული იქნება ამ ზაფხულში ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლოს.

აშშ-ის პრეზიდენტთან ასეთი შეხვედრის სურვილი უფრო ადრე უკრაინის პრეზიენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად გამოთქვა.

7 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს აშშ-რუსეთის სამიტამდე. ამის თაობაზე უკრაინის ლიდერმა განცხადა პორტალ Axios-ს.

ზელენსკის თქმით, ის იმედგაცრუებულია აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, არ შემოიღოს სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოხატა, შეხვდეს ბაიდენს „ნებისმიერ მომენტში და პლანეტის ნებისმიერ წერტილში“, რათა დაარწმუნოს ამერიკის პრეზიდენტი, რომ შეაჩეროს მშენებლობა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში კვლავ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG