Accessibility links

site logo site logo

კოალიციური ძალების გაყვანის ფონზე თალიბანმა ქვეყნის კიდევ ერთ ოლქზე დაამყარა კონტროლი


ავღანელი ჯარისკაცები ოპერაციის დროს

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 ივნისს დაჯგუფება თალიბანმა კონტროლი დაამყარა ქვეყნის კიდევ ერთ, დავლათ აბადის ოლქზე, რომელიც ჩრდილოეთ პროვინცია ფარიაბში მდებარეობს.

როგორც პროვინციის საბჭოს წევრმა, აბდულ აჰად ალიბეკმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, თალიბებმა იერიშის შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს ადგილობრივი კავშირგაბმულობის საშუალება, რის გამოც ჯერაც უცნობია ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ათობით წევრის ბედი.

პროვინციის მხარდასაჭერად გაგზავნილმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ასევე ვერ შეძლეს სახმელეთო ოპერაციის განხორციელება, რადგან თალიბებმა კონტროლზე აიყვანეს რეგიონთან დამაკავშირებელი ყველა სახმელეთო კომუნიკაცია.

მას შემდეგ, რაც ნატოს კოალიციაში შემავალმა სამხედრო ძალებმა 1 მაისიდან დაიწყეს ქვეყნიდან გასვლა, თალიბებმა ურუზგანისა და ბადგიშის პროვინციებში მდებარე სულ მცირე კიდევ ორ ოლქზე დაამყარეს კონტროლი.

იმავდროულად, ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 7 ივნისს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა თალიბებს შეუტიეს პაკტიის, ბაღლანის, ნანგარჰარის, კოგარისა და ბადგიშის პროვინციებში, სადაც სულ მცირე 70 თალიბი ექტრემისტი გაანადგურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG