Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 16:00 საათის შემდეგ მივა


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტში მივლენ იმ დროს, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას ფრაქციის სახელით პარლამენტის ტრიბუნიდან შეეძლება დეპუტატების და საზოგადოების წინაშე გამოსვლა.

„ჩვენი პოზიციაა, რომ საარჩევნო ბლოკის შესვლა პარლამენტში უნდა უკავშირდებოდეს ბლოკის ხელმძღვანელის ნიკა მელიას გამოსვლას პარლამენტის და საზოგადოების წინაშე, ამიტომ ვარჩევთ იმ ვითარებას, იმ დროს, მათ შორის, პარლამენტის სპიკერთან შეთანმხებით, რომელიც ყველაზე ადეკვატური იქნება, იმისთვის, რომ ნიკა მელიამ მიმართოს, როგორც პარლამენტს ასევე საზოგადოებას“,- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შესვლას 12 საათიდან, პლენარული სხდომის დაწყებისტვის ელოდნენ. თუმცა, ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტში პლენარულ სხდომას არ დაესწრო.

პარლამენტში საქმიანობის გაგრძელებაზე პარტიაში გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღეს. ამ დრომდე პარტიაში ამ საკითხზე ხმები გაყოფილი იყო. ერთ-ერთი, ვინც საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ღიად უჭერდა მხარს, ხატია დეკანოიძე იყო.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

დოკუმენტისთვის ამ დრომდე ხელი არ ჰქონდა მოწერილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს". ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს "შარლ მიშელის შეთანხმების" დოკუმენტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG