Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს მოსახლეობასთან შეხვედრისას


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ტენ-ლ’ერმიტაჟში. ინციდენტი 8 ივნისს მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში.

როგორც Le Figaro იტყობინება, დაპატიმრებულია ოფიციალური პირის მიმართ ძალადობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. გაზეთის ცნობით, ეს მაკრონზე პირველი თავდასხმაა.

მაკრონი გავიდა მომხრეებთან, რომლებიც მის საპატივცემულო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ამ დროს მას დაარტყა ნიღბიანმა მამაკაცმა, რომელსაც მწვანე მაისური ეცვა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მან დაიყვირა: „ძირს მაკრონიზმი“. ასევე შესაძლოა გაიძახდა მონარქიის დროინდელ საფრანგეთის არმიის ლოზუნგს.

თავდამსხმელის მოტივსა და ვინაობას ჯერჯერობით არ იტყობინებიან. მეორე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას არ ამჟღავნებენ. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელთან ერთად იყო ორი ანარქისტი, იტყობინება Le Parisien-ი.

საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკოსები გმობენ მომხდარს. ინციდენტამდე ცოტა ხნის წინ მაკრონმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში აუცილებელია ურთიერთპატივისცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG