Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვფიქრობ, უცხოეთის მოქალაქეებს ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცემათ"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ მსჯელობა მიდის იმაზე, რომ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია სურთ, მიეცეთ ამის შესაძლებლობა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭოზე იმსჯელებენ.

„გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი მუშავდება და საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, წინასწარ ვერ განვაცხადებ. უცხოელებს, ვისაც ბინადრობა აქვთ, ასევე დიპლომატებს, ჩვენ ვცრით, მაგრამ ზოგადად, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით არიან და აცრა უნდათ, ვფიქრობთ, რომ მიეცემათ ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ამ დროისთვის ვაქცინაციის თაობაზე გამოქვეყნებული სტატისტიკა კი ასეთია: გასული დღის განმავლობაში აიცრა 5970 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 184 718 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 54 474 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG