Accessibility links

site logo site logo

ქაბულში დაბრუნდა გერმანიიდან დეპორტირებული 42 ავღანელი


გერმანიიდან ავღანეთში დაბრუნდა ამ ქვეყნის მოქალაქეთა 42-კაციანი ჯგუფი. გერმანიის ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა თავშესაფარზე.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa იტყობინება, რომ ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის, 9 ივნისს, ჩარტერული რეისის თვითმფრინავი ქაბულში დაჯდა. სააგენტოს ცნობით, ეს უკვე 39-ე ასეთი რეისია. სულ 2016 წლის შემდეგ ავღანეთში გერმანიამ გააბრუნა 1077 პირი.

დეპორტაციების მიმართ კრიტიკულად განწყობილები აცხადებენ, რომ ავღანეთი სახიფათო ქვეყანაა მათთვის, ვისაც უარი ეთქვა თავშესაფრის მოთხოვნაზე.

საერთაშორისო ჯარების ავღანეთიდან გასვლის დაწყების შემდეგ ძალადობა განსაკუთრებით გაიზარდა და იმატებს სამოქალაქო მოსახლეობას შორის მოკლულთა რაოდენობა. გაეროს მისიის მონაცემებით, წელს, პირველ სამ თვეში, 1783 სამოქალაქო პირი დაიღუპა ან დაიჭრა ავღანეთში, რაც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით 29-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG