Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიქოვანი: ენმ-ის საქართველოში ნორმალურ, თანამედროვე დემოკრატიას ადგილი არ აქვს


ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

პარლამენტში შესულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი. მან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.

„მაქვს ერთი შეკითხვა და განსაკუთრებით ჩემს სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, რა აზრი გაუჩნდათ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის (როგორც მათ უყვართ საკუთარი თავის მოხსენიება და ამით რაღაცნაირად უგულებელყოფენ ყველა სხვა დანარჩენს) როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ აქედან სათითაოდ გაგვიყვანენ, ასოციაცია ხო არ გაგიჩნდათ? რეალობა ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" საქართველოსა და პარლამენტში არც ჩვენი ადგილი არ არის და არც თქვენი ადგილი არ არის. ყველამ კარგად იცით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეალური იდეა და აზრი მდგომარეობს ერთ რამეში - რაიმე ფორმით მობრუნდეს და აბსოლუტურად ყველა გამოიყენოს“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

დეპუტატის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქართველოში ნორმალურ, თანამედროვე დემოკრატიას ადგილი არ აქვს.

ბოიკოტისა და პატიმრობის შემდეგ საქართველოს პარლამენტში შესული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვიდა. ის საკუთარ მიზნად ახალი პარლამენტის არჩევას ასახელებს.

ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა: „შემოვედი ამ დარბაზში, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე გაგიყვანოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG