Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა


 საჩემპიონო ბრძოლაში დამატებით დროში წააგო მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან - ბელგიელ მატიას კასესთან.
საჩემპიონო ბრძოლაში დამატებით დროში წააგო მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან - ბელგიელ მატიას კასესთან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის სპორტსმენმა ფინალის გზაზე დაამარცხა სამხრეთკორეელი მუნ ჯინ ლი, შვედი რობინ პაჩეკი, ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი, ბელგიელი სემი ჩოუჩი და ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტი. საჩემპიონო ბრძოლაში კი დამატებით დროში წააგო მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან - ბელგიელ მატიას კასესთან.

დღესვე, მსოფლიოს კონკურენციაში ლუკა მაისურაძეც ჩაება. მანაც 81 კილოგრამში იჭიდავა და შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ სამი დღე გაგრძელდება. ხვალ საქართველოს სახელით ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გავა, 11 ივნისს - ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე 100 კგ) იჭიდავებენ, 12 ივნისს - გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG