Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაიწყო „სინოვაკის" აცრის მეორე დოზაზე რეგისტრაცია


რამდენიმე წუთის წინ საქართველოში დაიწყო „სინოვაკის" (CoronaVac -Vero Cell, Inactivated) ვაქცინის მეორე დოზით რეგისტრაცია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ცნობით, 14 ივნისიდან კვლავ განახლდება „სინოვაკის", როგორც პირველი, ისე მეორე დოზებზე რეგისტრაცია.

სინოვაკის მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში. NCDC-ის განცხადებით, სინოვაკის ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.

1 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოვაკის" ვაქცინას მისცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 18 წლის ასაკიდან.

საქართველოში „სინოვაკის" 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა 29 აპრილს და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებსაიტს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG