Accessibility links

site logo site logo

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 253 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 705 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.12%;
  • ბოლო 7 დღის - 2.59%;
  • ბოლო 14 დღის - 2.75%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1128-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 6184 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 191 001 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 58 267 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 351 954 შემთხვევა. მათგან 337 023 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4996 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ივნისში:

1 ივნისი - ახალი შემთხვევა 1233(ტესტი 32 930). გარდაცვლილი 31;

2 ივნისი - ახალი შემთხვევა 954(ტესტი 30 603). გარდაცვლილი 30;

3 ივნისი - ახალი შემთხვევა 833(ტესტი 28 191). გარდაცვლილი 19;

4 ივნისი - ახალი შემთხვევა 799(ტესტი 30 026). გარდაცვლილი 23;

5 ივნისი - ახალი შემთხვევა 832(ტესტი 31409). გარდაცვლილი 17;

6 ივნისი - ახალი შემთხვევა 504(ტესტი 18 288). გარდაცვლილი 17;

7 ივნისი - ახალი შემთხვევა 307(ტესტი 11 117). გარდაცვლილი 24;

8 ივნისი - ახალი შემთხვევა 1023(ტესტი 29 517). გარდაცვლილი 17;

9 ივნისი - ახალი შემთხვევა 821(ტესტი 38 478). გარდაცვლილი 31;

10 ივნისი - ახალი შემთხვევა 705(ტესტი 33253). გარდაცვლილი 14.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG