Accessibility links

site logo site logo

რუსეთი ჩრდილოეთ მაკედონიელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებას სთხოვს


მოსკოვმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთში ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტი.

ეს იყო რუსეთის პასუხი აპრილში ჩრდილოეთი მაკედონიიდან რუსი დიპლომატის განდევნის გამო.

მაკედონიის გამოცემა МКД.мк იტყობინებოდა, რომ რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა გაძევებული რუსი დიპლომატი მიიჩნიეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პირად. მაკედონიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო.

ჩრდილოეთი მაკედონია იყო ერთ-ერთი იმ სამი ბალკანური ქვეყნიდან, რომელებაც განსაჯეს რუსეთის ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დევნა.

იანვარში სკოპიემ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც დაგმობილი იყო ნავალნის დაპატიმრება, ხოლო მარტში ეს ქვეყანა მიემხრო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG