Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ლუკა ხაჩიძის საკითხს განმარტავს


მთავარეპისკოპოსი სპირიდონი
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

ლუკა ხაჩიძის, წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის შესახებ ილაპარაკა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. ლუკა ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი იყო. მღვდელმთავარი და პანსიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაოცებულია იმით, რომ ის დაუკავშირდა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„საჯარო სივრცეში, მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული რამდენიმე დღის. დედა-ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი - არც ჩასმა, არც დახურვა, არც კვება, უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით და შემდეგ სკოლა დაამთავრებინა დედა-ეკლესიამ, მისცა იმდენი სწავლა-განათლება, რომ მოეწყო საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ხიჭაურში, წმ. ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში. ის პირველ კურსზე სწავლობდა.

ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ასე გონება, რომ ასე მოიქცა. თურმე ურეკავდა ლომჯარიას (სახალხო დამცველს), არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები. საოცარია, გაოცებული და ძალიან შეწუხებულები ვართ. რა შეეძლო მეტი ეკლესიას გაეკეთებინა: შეიფარა რამდენიმე დღის ბავშვი, მზრუნველად გაზარდა, სკოლა დაამთავრებინა და უმაღლესში მოაწყო, იმდენი სწავლა-განათლება მისცა“, - აცხადებთ პანსიონის ხელმძღვანელი.

მთავარეპისკოპოსი პასუხისმგებლობას აკისრებს სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ლუკა რადიო თავისუფლებას უყვება, რამ გადააწყვეტინა საკუთარი კეთილდღეობის ფასად საჯაროდ ელაპარაკა ნინოწმინდის თავშესაფარზე და რა მოხდა უნივერსიტეტში, რომელსაც მეუფე სპირიდონი მართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG