Accessibility links

site logo site logo

"დიდი შვიდეულის" სამიტის მასპინძელი ერთ-ერთი სასტუმრო კორონავირუსის გამო დახურეს


კორნუოლი

დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში, რომელიც G7-ის, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტს მასპინძლობს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო დაიხურა სასტუმრო, სადაც გერმანიის კანცლერის დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი და ამერიკელი ჟურნალისტები ცხოვრობდნენ. კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს.

ინციდენტის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამიტში მონაწილეობას დღის წესრიგის მიხედვით გააგრძელებს. ეს მედიას დაუდასტურა სამიტის მასპინძელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.

G7-ის ლიდერთა სამიტი დღეს იხსნება. „დიდი შვიდეულის“ წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია.

კორნუოლის სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორისაა პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა და მსოფლიოში ვაქცინაციის უზრუნველყოფა. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იმსჯელებენ ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების შესახებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG