Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პარლამენტი გამოდის მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებით ბელარუსის "კრიმინალური" რეჟიმისთვის


ევროპის პარლამენტი გამოვიდა მოწოდებით ფართო ეკონომიკური სანქციები და სხვა სადამსჯელო ზომები დაუწესდეს ბელარუსს, პასუხად მზარდ რეპრესიებზე და ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის მიმავალი თვითმფრინავის იძულებაზე მინსკში დაფრენილიყო, რათა დაეპატიმრებინათ ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი.

ეკონომიკური სანქციების სამიზნე უნდა იყოს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიები ნავთობის, კალიუმის, ლითონის, ხე-ტყის მრწეველობაში - ამბობენ ევროპის პარლამენტის წევრები არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციაში 10 ივნისს. ამასთან, უნდა შეჩერდეს ბელარუსის სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობა და მათი დაფინანსება, და შესაძლებელია განხილულ იქნეს ბელარუსის გამოთიშვა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან - აცხადებენ ევროპის პარლამენტის დეპუტატები.

ევროკავშირმა ბელარუსს დაუწესა სანქციების სამი რაუნდი, რომლებიც მოიცავდა ქონების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს 88 პირისთვის და შვიდი უწყებისვთის - მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკასთვის, რომლის განცხადებამ, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებში, ბიძგი მისცა მასობრივ საპროტესტო აქციებს.

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ლუკაშენკა ავიაკომპანია რაინეარის თვითმფრინავს აიძულებდა 23 მაისს მინსკში დაფრენილიყო, ევროკავშირი განიხილავდა სანქციების მეოთხე რაუნდს, რომლის სამიზნეც უნდა ყოფილიყვნენ ბელარუსის მაღალჩინოსნები, არჩევნების გაყალბების და ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო.

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ბელარუსის რეჟიმი "არალეგიტიმური, უკანონო და კრიმინალურია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG