Accessibility links

site logo site logo

Washington Post-ი: რუსეთი მზადაა ირანს გაუგზავნოს მაღალტექნოლოგიური სატელიტური სისტემა


Washington Post-ი, აშშ-ის და ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ემზადება ირანისთვის მაღალტექნოლოგიური სატელიტური სისტემის მისაწოდებლად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თეირანის სათვალთვალო შესაძლებლობებს რეგიონში და მის მიღმა.

ცნობის თანახმად, რუსეთში წარმოებული სატელიტი, Kanopus-V და მისი მაღალი რეზოლუციის კამერა შესაძლოა რამდენიმე თვეში ამოქმედდეს.

ამ ცნობის გავრცელების ფონია დაძაბული მოლაპარაკება განახლებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანია შეიზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა, და ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ჟენევაში, 16 ივნისს.

ბაიდენმა თავისი ევროპული ტურნე დაიწყო გაფრთხილებებით რუსეთის გავლენის და ისეთი ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ვაშინგტონი მიიჩნევს საფრთხედ საერთაშორისო წესრიგისთვის.

Washington Post-ი წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა იმეილს სატელიტის თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG