Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილის მონაცემებით გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში - ფინანსთა მინისტრი


ფინანსთა მინისტმმა ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ აპრილის მონაცემები იძლევა იმის თქმის საშულებას, რომ „ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში“.

მისი თქმით, აპრილში 44.8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა, რომელიც შეეხო ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი. ასევე, აღსანიშნავია ექსპორტის 70-პროცენტიანი ზრდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში. აპრილში ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის დონეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის სიტყვებით, კორონავირუსის პანდემია საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა.

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, პანდემიის პერიოდში საქართველომ მოიზიდა 2,1 მილიარდი აშშ დოლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG