Accessibility links

site logo site logo

პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ფიქრობს ბაიდენზე და აირიდა კრემლის მოკლული ოპონენტების შესახებ შეკითხვები


ვლადიმირ პუტინი, 9 ივნისი, 2021 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პაუტინმა, განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა „ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“. პუტინს ფართო ინტერვიუ ჩამოართვა აშშ-ის მაუწყებელმა, NBC-მ, რომელმაც შეკითხვა დაუსვა იმ ბრალდების შესახებაც, რომ ის „მკვლელია“.

11 ივნისს გავრცელდა ამ ინტერვიუს ფრაგმენტი, ხოლო სრული სახით ის გამოქვეყნდება 14 ივნისს, ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, პუტინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე.

პუტინმა შეადარა „ექსტრაორდინარული“ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და „პროფესიონალი“ ჯო ბაიდენი და თქვა, რომ იმედი აქვს, შეძლებს მასთან მუშაობას.

ინტერვიუში პუტინს ჰკითხეს პოლიტიკური ოპონენტების შესახებ, რომელთა მკვლელობაში კრემლს ადანაშაულებენ და ასევე ბაიდენის ნათქვამის თაობაზე, რომ პუტინი „მკვლელია“. „თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მივეჩვიე ყველა მხრიდან, სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა საბაბით და მიზეზით, სხვადასხვა ძალის და სისასტიკის თავდასხმებს“, თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ტერმინი „მკვლელი“ ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩოსეული საქციელის“ ნაწილი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG