Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა


 გელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა და მამაკაცთა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა.

მედლების ბოლო კომპლექტები დღეს გათამაშდა, მამაკაცთა და ქალთა უმძიმეს წონით კატეგორიებში. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ჩაებნენ და საბოლოოდ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. სომხიშვილი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა. ზაალიშვილს კი მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო ოქროსა და ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ (ორივე 100 კგ) - მესამე.

შეჯიბრების დასკვნით დღეს - 13 ივნისს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებული გუნდები ჩაებმებიან. სატურნირო ბადეში თხუთმეტი ქვეყნის ნაკრები გადანაწილდა. საქართველო მერვედფინალში კუბას დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG