Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან 4 ადამიანი ისევ საავადმყოფოში რჩება


"ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკის რეანიმატოლოგი, ალექსანდრე მხარგრძელი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინ, 12 ივნისს, საავადმყოფოსთან მომხდარი ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად კლინიკაში მოხვედრილი ადამიანებიდან სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის.

ორ პაციენტს დღეს გაუკეთებენ ოპერაციას. მათგან ერთ-ერთი - არასრულწლოვანია.

„პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ექიმმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე 12 ივნისს მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG