Accessibility links

site logo site logo

SIPRI: აშშ-მა და რუსეთმა გაზარდეს განთავსებული ბირთვული იარაღის რაოდენობა


მსოფლიოში განთავსებული ბირთვული იარაღის ერთეულების რაოდენობა 3720-დან 3825-მდე გაიზარდა. დაახლოებით ორი ათასი ბირთვული ქობინი საბრძოლო მზადყოფნაშია - ყველა აშშ-სა და რუსეთს ეკუთვნის. ამის შესახებ ლაპარაკია ანგარიშში, რომელიც 14 ივნისს გამოაქვეყნა სტოკჰოლმის მსოფლიო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI). ბირთვული იარაღის ერთეულთა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში 13 400-დან 13 080-მდე გაიზარდა.

SIPRI-ის ექსპერტთა მონაცემებით, რუსეთმა ბირთვული ქობინების საერთო რაოდენობა 120-ით შეამცირა, მათ შორის ისინი, რომლებიც ოპერატიული ძალების შემადგენლობაშია, ინახება ან დემონტაჟსა და ჩამოწერას ელოდება, აშშ-მა - 250-ით.

ამავე დროს რუსეთის ბირთვული არსენალი 180 საბრძოლო ჭურვით გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ შეიარაღებაში მიღებულ იქნა ახალი სახმელეთო და საზღვაო ბაზირების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც რამდენიმე ქობინის ტარება შეუძლია.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთსა და აშშ-ზე მოდის მსოფლიოს ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი და რომ მოსკოვი და ვაშინგტონი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ბირთვულ შეიარაღებას თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში. შვიდი ბირთვული ზესახელმწიფო ქმნის ახალ სისტემებს ან აცხადებს ასეთ გეგმებზე - მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG