Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ავარიის მიზეზებს განმარტავს


საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები."

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG