Accessibility links

site logo site logo

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, თბილისის ენერგომომარაგება სრულად აღდგა


„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 15:00 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ელექტრომომარაგება სრულადაა აღდგენილი. კომპანიის თანახმად, მიმდინარეობს რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები.

საქართველოს დედაქალაქის და რეგიონების მცხოვრებთა უმრავლესობას ენერგომომარაგება 14:00 საათისთვის შეუწყდა. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და „ენგურჰესი”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG