Accessibility links

site logo site logo

WHO: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში იკლებს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი რჩება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში მსოფლიოში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები, რაც დადებითი განვითარებაა - თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი რჩება და გლობალურად, COVID-19-ისგან ყოველდღიურად 10,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა 14 ივნისს თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევების ამჟამინდელი დაღმავალი ტენდენცია ყველაზე ხანგრძლივია პანდემიის დაწყებიდან. თუმცა, მან მწუხარება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ტენდენციას არ ემთხვევა, და რომ ვაქცინებთან უთანასწორო ხელმისაწვდომობა საფრთხეს უქმნის პროგრესს.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ მომავალი წლის დიდი შვიდეულის (G7) სამიტამდე მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 70 პროცენტი იყოს აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG