Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მომხრეებმა აქცია გამართეს


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა, არ შეჩერდეს ჰესის მშენებლობა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ჰესის მშენებლობაზეა დასაქმებული.

"მივმართავთ მთავრობას, რომ აქ, რიონის ხეობაში დგას მეორე მხარე, რომელსაც უნდა ნამახვანჰესის მშენებლობა... რა უფლება აქვს რიგით ადამიანს, მე შემიზღუდოს ცხოვრება და რატომ უნდა გამხადოს ბულინგის მსხვერპლი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და პერმანენტული აქციები დააანონსა.

საქართველოში შვიდ თვეზე მეტია მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას. „რიონის ხეობის მცველები“ მიიჩნევენ, რომ "ენკასთან" დადებული კონტრაქტით ხელისუფლება კერძო კომპანიის სასარგებლოდ თმობს ქვეყნის ინტერესებს.

დემონსტრანტები რამდენიმე დღეა ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გაგრძელდეს მშენებლობა, სანამ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ იქნება ცნობილი.

ხელისუფლების მტკიცებით, "ნამახვანჰესი" საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG