Accessibility links

site logo site logo

ზურაბიშვილი და ჰელგა შმიდი საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ


ჰელგა მარია შმიდი, სალომე ზურაბიშვილი.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს. ისინი შეთანხმდნენ საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის (ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში) ჩატარებაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰელგა შმიდი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG