Accessibility links

site logo site logo

ქუთაისში ფიზიკურ დაპირისპირებას სროლა მოჰყვა


ავტომობილთან ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ნინოშვილის ქუჩის კვეთასთან.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე შეესწრნენ ხმამაღალ შელაპარაკებას კაცებს შორის, რასაც ფიზიკური დაპირისპირება და რამდენიმე გასროლა მოჰყვა. სავარაუდოდ, დაშავდა სულ მცირე ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა; 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG