Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყნების ათეულშია


საქართველო რუსების მიერ არამეგობრულად მიჩნეული ქვეყნების ათეულში მოხვდა ანალიტიკური "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად.

საქართველოს რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად მიიჩნევს გამოკითხულთა 15%. ათეულში პირველ ადგილზეა აშშ(66%). „არამეგობრული ქვეყნების“ ათეულში ასევე, არიან: უკრაინა(40%), დიდი ბრიტანეთი(28%), ლატვია(21%), პოლონეთი(21%), ლიეტუვა(20%), გერმანია(16%), ჩეხეთი(9%) და ესტონეთი(9%). ამასთან, გერმანია ხმების 8%-ით აღმოჩნდა რუსების მიერ ყველაზე მეგობრულად მიჩნეული სახელმწიფოების ათეულშიც.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რუსეთისთვის ყველაზე მეგობრულ ქვეყნად დასახელდა ბელარუსი(58%). რუსები მეგობრებად მიიჩნევენ ჩინეთს, ყაზახეთს, სომხეთს, ინდოეთს, აზერბაიჯანს, ყირგიზეთს, სირიას და კუბასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG