Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბრიუსელში გახარიასთან ერთად შეხვედრა გამართა


პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

როგორც ყოფილი პრემიერი წერს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე, ის შეხვდა ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს მიხაილ ზიბერტს, ევროპარლამენტარებს - ანდრიუს კუბილიუსს, რასა იუკნევიჩიენეს, მარინა კალიურანდს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსს რიჩარდ ტიბელსს და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერს საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მათ შორის, ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ასევე განვიხილეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები", - აცხადებს გახარია.

ერთ-ერთი ფოტოზე, რომელსაც გიორგი გახარია აქვეყნებს, ჩანს, რომ მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ თანამდებობას 2021 წლის 21 მარტს დატოვა. „საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ", წერდა საბანაძე გადადგომის შემდეგ.

გიორგი გახარიამ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG