Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 წლამდე ასაკის ბავშვები საქართველოს საზღვარს გადაკვეთენ PCR ტესტირების გარეშე


უცხო ქვეყნიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, ან საზღვაო გზით ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ბავშვები გათავისუფლდნენ ვიზიტამდე ბოლო 72 საათში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის გადაკვეთიდან მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულებისგან.

შესაბამისი ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილებაში.

საქართველოში დღეს მოქმედი წესით, უცხოეთიდან საჰაერო საზღვრის კვეთისას პირმა უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს წესი მოქმედებს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზეც, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინაციის დოკუმენტთან ერთად სავალდებულოა, რომ პირმა საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტირების უარყოფითი პასუხიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG