Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი აჟიოტაჟისთვის მადლობას იხდის და პანსიონის დღის ცენტრად გადაკეთებას აპირებს


ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველის, ეპისკოპოს იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ადგილას დღის ცენტრი გაიხსნება. ნინოწმინდაშივე, ოღონდ სხვა ადგილას, მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი ბავშვთა სახლი.

„სამწუხაროდ, ასეთი დიდი დაწესებულები სადაც არის, ეს არის ძალიან მოძველებული ფორმა. ასეთები რომ იყოს, არ შეიძლება. იმიტომ მიდის ეს შეცვლები, ჩვენ ქვეყანაში ბავშვებს ვერ ვუვლიდით. ახლა 2022 წლის 1 აპრიილამდეა ასეთი სასწავლებლები ლიცენზირებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევცვლით უკვე და დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, სწრაფად შევცვლით და ხარისხიანად“,- განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბარში.

კითხვაზე რამდენი ბავშვი იქნება ახალი ტიპის სახლებში, ნინოწმინდის პანსიონის ახალმმა მმართველმა საქარველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისინებული სტანდარტი მოიშველია.

იცით რა არის, ჩვენთან კანონმდებლობაში შეძლება 10-მდე, მაგრამ ჩვენ რომ გვქონდა საუბარი იუნისეფის ხელმძღვანელთან საქართველოში ბატონ ჰასანთან [ღასან ხალილი] მან ბრძანა, რომ მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი, ამიტომ ჩვენ მსოფლიო სტანდარტით წავალთ , ჩვენ ძალიან კარგი ბავშვთა კონინი გვაქვს და ალბათ 10-დან 6-მდე ჩვენთანაც ჩამოვა“,- თქვა ეპისკოპოსმა იკობმა.

მისი განმარტებით, ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩართული იქნება სახელმწიფო, საპატრიარქო, ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი და "ვორდ ვიჟენი", "ახლა უკვე შეგიძლია ვთქვათ, მინაწილეობს სახალხო დამცველი“,- აღნიშნა მან.

დღეს 17 ივნისს, ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველს ეპისკოპოს იაკობსა და სახლახო დამცველ, ნინო ლომჯარიას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ომბუდსმენმა, განაცხადა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მომავალ კვირაში, სავარაუდოდ კვირის ბოლოს ბოდბელ ეპისკოპოსთან იაკობთან ერთად ეწვევა.

ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან გულითადი საუბარი ჰქონდათ. მისივე სიტყვებით პანსიონს დატოვებს ყველა ის აღმზრდელი, ვისაც ბავშვები ადანაშაულებენ.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 20 აღსაზრდელი. პანსიონი დატოვა 20-ზე მეტმა აღმზრდელმაც. მათი რაოდენობა 19-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG