Accessibility links

site logo site logo

გამოკვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად მუშაობს


გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ და ISET-მა ახალი გამოკვლევა წარადგინეს - ოჯახში დასაქმებულების შრომითი უფლებები საქართველოში. მათი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ოჯახში დასაქმებულების 82% ზეგანაკვეთურად, კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, თუმცა, არ არსებობს მონაცემები, ეს შრომა ანაზღაურებადია, თუ არა.

გამოკვლევის თანახმად, ოჯახში დასაქმებულების 96% წერილობითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობს, რაც ზეგანაკვეთური შრომისთვის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნას ართულებს. ხელშეკრულების არარსებობა კი კრიზისის, მაგალითად, პანდემიის დროს, დახმარებისა და ბენეფიტების მიღებასაც აფერხებს.

„ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას ქალები წარმოადგენენ. ისინი კრიტიკულად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ და ეკონომიკაშიც დიდი წვლილი აქვთ, თუმცა მათი შრომა სათანადოდ დაფასებული არ არის. ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც არაფორმალური ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენენ, ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვის იმ მექანიზმებით, რომლებიც ფორმალურად დასაქმებულებისთვის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ამას გარდა, სავარაუდოა, რომ ოჯახში დასაქმებულებისთვის ღირსეული სამუშაო პირობები და უფლებები ნაკლებადაა დაცული, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ ისინი სასამართლოს, სახალხო დამცველს ან შრომის ინსპექციას არ მიმართავენ", - აცხადებს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია.

გამოკვლევაში ნათქვამია, რომ პანდემიამ ოჯახში დასაქმებულთა სამუშაოზე მოახდინა - შეზღუდვებისა და დამსაქმებლებში ვირუსის მიმართ არსებული შიშის გამო, მათმა უმრავლესობამ ან საარსებო სახსრები დაკარგა, ან შემცირებულ ანაზღაურებას იღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG