Accessibility links

site logo site logo

პაკისტანში მუსლიმან სასულიერო პირს რელიგიურ სკოლაში სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს


გაკვეთილი პაკისტანის რელიგიურ სკოლაში

70 წლის მუსლიმან სასულიერო პირს რელიგიური სკოლის მოწაფეზე სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს ბრალი მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელზეც სასულიერო პირი მოწაფეს მასთან ურთიერთობას აიძულებს.

მას შემდეგ, რაც სტუდენტმა სექსუალური ძალადობის გამო იჩივლა, ლაჰორის პოლიციამ 17 ივნისს ბრალდება წაუყენა აზიზურა რეჰმანის, რომელიც ბრალდებას უარყოფს.


სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში 15 ივნისს საღამოს გავრცელდა, რასაც დიდი მღელვარება მოჰყვა. სოციალური ქსელის ბევრი მომხმარებელი მუსლიმანი სასულიერო პირის დასჯას მოითხოვდა.

ბრალდებულმა აზიზურა რეჰმანმა გაავრცელა ავიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ ვიდრე სავარაუდო ძალადობის შესახებ მობილურით გადაუღებდნენ იგი ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუეს. მუსლიმანი საულირეო პირი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი იყო იმ შეთქმულების ნაწილი, რაც ლაჰორიში მდებარე ჯამია მანზურ-ულ-ისლამიას სემინირიიდან მის გარიცხვას ისახავდა მიზნას.

მედრესემ სასულიერო პირი თვის დასაწყისში გარიცხა მას შემდე, რაც გარკვეულმა პირებმა ადმინისტრაციას სავარაუდო სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო აჩვენეს.

ძალადობის მსხვერპლმა სტუდენტმა, რომელიც სავარაუდოდ 20 წლისაა, თავის საჩივარში განმარტა, რომ პოლიციას გადასცა რამდენიმე ვიდეო და აუდიო-ჩანაწერი, რათა დახმარებოდა გამოძიებას.

პოლიციის თქმით, დაზარალებული სტუდენტის ჩვენებაში ნათქვამია, რომ მუსლიმანი სასულიერო პირი სექსუალურ ძალადობას მასზე მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG