Accessibility links

site logo site logo

ექიმი "რეზიდენტი".


ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ჩემს ცნობიერებაში ექიმების მიმართ გარდამტეხი წელი 2010 იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დიპლომი არ ნიშნავს არაფერს, სრულიად არაფერს და საქართველოს რეალობაში არც ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტად არის განსახილველი. დიპლომით ვერავის გააკვირვებთ, აი ცოდნა, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება ერთობლივად კი ნამდვილად სანთლით საძებარია ჩვენს რეალობაში. ეს რა თქმა უნდა ყველა პროფესიას ეხება.

2010 წლის გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დამდეგს ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩემმა ოჯახმა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში უცებ დედას დაეწყო რესპირატორული სიმპტომები, რაც გაციებასა და შემდეგ გართულებებში გადაიზარდა. ზუსტად არასწორი მკურნალობით ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს ე. წ. ,, ღვაწლმოსილმა“ ექიმმა ლამის სავალალო შედეგამდე მიგვიყვანა.

,,ვირუსულმა ინფექციამ“, რომელიც ძლივს დასადგენი აღმოჩნდა ჩვენს რეალობაში ბევრი განსაცდელი გამოგვატარა. საბოლოოდ კი ღმერთის წყალობით და პროფესიონალი ექიმის და მისი რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი ს თაოსნობით ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ექიმი პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან ჰუმანური პიროვნება და არა ჩინოვნიკი და სავარძელში მოკალათებული ტიპი, რომელიც ვერაფერს ხედავ და ვერაფერს ამჩნევს გარდა თავისი თეთრი ხალათისა.

თუ მოხდა ისე , რომ ცუდად გახდი ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგიმართლოს, აუცილებლად უნდა გაგიმართლოს. ვინ შეგხვდება ექიმის სახით აი უმნიშვნელოვანესი რამ რაც ადამიანს სჭირდება.

იმ ავბედით ღამეს ისე მოხდა რომ სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა და საბედნიეროთ მაშინ ასე იყო მოწყობილი სისტემა, რომელ საავადმყოფოშიც ეტყოდი იქ წაგიყვანდა ბრიგადა. და ჩვენც იმ საავადმყოფოსკენ გავეშურეთ სადაც ამბულატორიულ მკურნალობას გავდიოდით. საავადმყოფოს არ დავასახელებ არ აქვს ახლა უკვე მნიშვნელობა, რადგან არაპროპესიონალიზმი სამწუხაროდ ყველგან სუფევს. ღამე იყო და ჩვენი ექიმი არ იყო რა თქმა უნდა, ან რაღა საჭირო იყო. სამაგიეროდ იყო მორიგე ექიმი. ნუ ექიმი რაა ე. წ. ექიმი. აი იცით როგორი ექიმი?! პაციენტებს შორიდან რომ უყურებს და მიახლოებისას რომ კანკალებს. ალბათ წარმოგიდგენიათ, ან კიდევ პედიატრი ჩვილს რომ არ შეეხება საერთოდ და ისე გასინჯავს. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო. ვითხოვდი რაიმე პასუხს ნებისმიერს და განსაკუთრებით ხელჩასაჭიდს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს უცებ ეს ექიმი მომიბრუნდა და ისეთი რაღაც მითხრა დიაგნოზის სახით ყოველგვარი გასინჯვის და გამოკვლევების გარეშე, რომ იმ განცდების გახსენება ახლაც ძალიან მიჭირს ამიტომ ის წელი ამოშლილი მაქვს მეხსიერებიდან. მხოლოდ ასეთ სიტუაციებში ამოტივტივდება ხოლმე, როცა მედიდურ, თავზე ხელაღებულ, უტიფარ და საკუთარ ხიბლში ჩავარდნილ ექიმს სადმე გადავაწყდები. ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ ,,ექიმის“ ნათქვამის შემდეგ ჩვენდა ბედად სხვა ექიმი გამოიძახეს, ექიმ-რეანიმატოლოგი. და მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს ექიმი და არის საერთოდ ეს პროფესია და რომ უნდა გაგიმართლოს, აუცილებლად უნდა გაგიმართლოს პროფესიონალ ექიმში, წინაღმდეგ შემთხევევაში კრიტიკულ მომენტში განწირული ხარ. შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. მოხვია დედას ხელი და იქვე მყოფ მორიგეებს უთხრა ეს ქალბატონი სასწრაფოდ ჩემთან წამოიყვანეთო. მე, დედა ამ ექიმმა და იქ მყოფმა რ ე ზ ი დ ე ნ ტ მ ა გადამირჩინეს. თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებით, ყურადღებით და ძალიან, ძალიან დიდი მონდომებით. ამიტომ ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი პროფესიონალები. ცოტა, მაგრამ საბედნიეროდ არიან ჩვენს რეალობაში...

რა თქმა უნდა ამ ერთი შემთხვევის მიხედვით არ ვაფასებ სამედიცინო სისტემას და ექიმებს, თუმცა ამ შემთხვევამ დიდი კვალი დატოვა ჩემს შეხედულებებში სამედიცინო სფეროს წამომადგენელთა მიმართ. სამწუხაროთ ჩემს გარშემოც ბევრი ნეგატიური დამოკიდებულება დაფიქსირებულა, რაც მაძლევს ამ ყველაფრის თქმის საფუძველს.

ამიტომ რა არის ექიმობა ჩემს ცნობიერებაში. რა თქმა უნდა არა მხოლოდ დიპლომი. პირველ რიგში ადამიანურობა, ჰუმანურობა.

თქვენ ხალხს ემსახურებით ამიტომ უნდა გიყვარდეთ ის ვისაც ემსახურებით. თქვენ არ ხართ ჩინოვნიკები, რომლებიც კაბინეტებში იკეთებიან და გარეთ არც კი იყურებიან.

თქვენ, ვინც ეს პროფესია აირჩიეთ ხალხის სამსახურში უნდა იყოთ და არასოდეს, არასოდეს თქვენი თეთრი ხალათით ზემოდან არ უნდა გადაჰხედოთ მათ. ეს ერთი. მეორეც, ექიმი არ უნდა ჩერდებოდეს და თქვენ, ვინც გაბედეთ და ამ პროფესიას შეერკინეთ კეთილი ინებეთ და არ შეწყვიტოთ სწავლა არასოდეს. ის, რომ დიპლომი აიღეთ და სადმე ადგილიც გამოგიჩნდათ არ ნიშნავს რომ განვითარება დამთავრდა იმიტომ რომ თქვენ პასუხისმგებელი ხართ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და ბოლოს თქვენ, ვინც თავს ექიმად მიიჩნევთ ასევე კეთილი ინებეთ და იყავით ძალიან, ძალიან პასუხისმგებლიანები. უპასუხეთ ყველა კითხვას რასაც პაციენტი დაგისვამთ, თუნდაც დილეტანტურად დასმულს და ახდენით ყველაფერი რა და როგორ ხდება. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია.

თავისთავად ჯანსაღ კრიტიკასა და უფროსის მხრიდან რჩევის მიცემაში ცუდი არაფერია, ეს საჭიროცაა, თუმცა როცა ეს სხვა რელსებზე გადადის და ადამიანის დაკნინებას ემსახურება მიუღებელია. რაც სამწუხაროდ ვიხილეთ ერთ-ერთ ტელე პროექტში.

პ.ს -- ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა და ამიტომ მივეცი თავს უფლება ჩემი აზრი გამომეხატა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას იმ პროფესიონალი ექიმების მიმართ ვინ ნამდვილად არის ჩვენს გარშემო და ვისაც ეკუთვნის ამ სახელის ტარება. ხიბლში ჩავარდნილი პიროვნება კი ვერასოდეს ვერ იქნება პროფესიონალი ეს ასეა ნამდვილად.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG