Accessibility links

site logo site logo

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე


ისრაელის თავდაცვის უწყების ცნობით, ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანეს. იარიშის მიზეზად ღაზის სექტორიდან გამოშვებული ხანძრის გამომწვევი აეროსტატები სახელდება.

„ღაზიდან ისრაელის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი აეროსტატების საპასუხოდ, ჩვენ იერიში მივიტანეთ ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ სამხედრო ობიექტებსა და რაკეტის გამოშვების ადგილზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარების მიმართ მზადყოფნის დონე გაზარდა და „ჰამასის“ სამიზნეებზე თავდასხმას გააგრძელებს“,- ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პალესტინელ რადიკალებსა და ისრაელს შორის საზავო შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორზე მიტანილი ეს მეორე იერიშია. შეთანხმებას 21 მაისს მიაღწიეს ეგვიპტის შუამავლობით, რომელიც მხარეებს შორის გრძელვადიანი დაზავებისთვის იღვწის.

ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის მიმდინარე 11- დღიანი შეირაღებული კონფლიქტის განმავლობაში, პალესტინელი ჯანდაცვის მესვეურების თქმით, დაიხოცა 228 ადამიანი. ისრაელი მსხვერლის რაოდენობად 12 ადამიანს აცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG