Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონობის გაუქმების დღე ჯო ბაიდენმა ფედერალურ დღესასწაულად გამოაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ფედერალურ დღესასწაულად ადგენს მონობის გაუქმების დღეს, რომელიც 19 ივნისს აღინიშნება.

„დღეს ჩვენ 19 ივნისს ვაცხადებთ იმად, რადაც ის უნდა იყოს - ფედერალურ დღესასწაულად... ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად გამოვედით, რათა კონგრესში უდიდესი ორპარტიული უმრავლესობით მიგვეგო პატივი ამ დღისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ერთმანეთთან ურთიერთობაში ცვლილებების დასაწყისი იქნება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პირველად ტეხასმა 1980 წელს ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა 19 ივნისი, შემდეგ ამ ნაბიჯს სხვა შტატებმაც მიბაძეს. ამ დღესასწაულს უწოდებენ მონობის გაუქმებისა და თავისუფლების დღეს. კანონპროექტის თანახმად, ახალი ფედერალური დღესასწაულის სახელი იქნება „ეროვნული დამოუკიდებლობის დღე - 19 ივნისი“.

ის იქნება მე-20 დღესასწაული, რომელსაც აშშ-ში ფედერალურ დონეზე აღნიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG