Accessibility links

site logo site logo

პოლონეთში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის ნივთები იპოვეს


ერთ კვირაზე მეტია პოლონეთში ეძებენ 26 წლის დიტო ხელხელაურს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მისი ნივთები ვარშავასთან ახლოს ტბის პირას იპოვეს. სწორედ იმ ადგილზე მუშაობს მყვინთავების ჯგუფი და პოლიცია.

რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ქართველი ემიგრანტის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა რა ვითარებაში გაუჩინარდა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია.

დიტო ხელხელაურის მამიდაშვილი, ნათია გერგიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახი ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩოდან იღებს. გაუჩინარების ვერსიებზე ვერაფერს ამბობს.

„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან და ადგილობრივ პოლიციელებთან. გვეუბნებიან, რომ მისი ძებნის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ბიჭი ტბაშია გადამხტარი, მაგრამ ჯერ არ არის ნაპოვნი“.

26 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. ის ბოლო 4 წელია, რაც სამუშაოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ბოლო 1 კვირაა მასთან კონტაქტს ვერ ამყარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG