Accessibility links

site logo site logo

გაეროს გენერალურ მდივნად კვლავ აირჩიეს ანტონიუ გუტერეში


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩია ანტონიუ გუტერეში.

193-წევრიანმა ასამბლეამ გუტერეშს მანდატი მიანიჭა კიდევ ხუთი წლით. ადრე, ივნისში, გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი გუტერეშს მეორე ვადით გენერალური მდივნის პოსტზე.

72 წლის პორტუგალიელი დიპლომატის მეორე ვადა 2022 წლის 1 იანვარს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG