Accessibility links

site logo site logo

მომავალ კვირაში პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება


მომავალ კვირაში პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 25 ივნისს დაიხურება.

ამ დღეს დაგეგმილია პლენარული სხდომა, სადაც გაწეული მუშაობის ანგარიშით პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.

მიუხედავად რეგლამენტისა, პარლამენტი მუშაობას არ ასრულებს და რიგგარეშე სესიის ფორმატში მთელი ივლისის განმავლობაში იმუშავებს. არსებული ინფორმაციით, ივლისში დაგეგმილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და ასევე, ცესკო-ს ახალი წესით დაკომპლექტების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG