Accessibility links

site logo site logo

აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს, როცა დარწმუნებული იქნება, რომ ისინი შედეგს გამოიღებს


ჯეიკ სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები შემოიღოს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. ამის შესახებ კვირას განაცხადა უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს თავის შეკავებას საპასუხო ნაბიჯებისგან კიბრთავდასხმებზე, საარჩევნო კამპანიაში ჩარევასა ან ნავალნის საქმეზე, როცა საქმე ეხება რუსეთის მავნე ქმედებებს.

სალივანმა აღნიშნა, რომ სანქციები შემოღებულ იქნება მაშინ, როცა ადმინისტრაცია დარწმუნებული იქნება, რომ ისინი მიზანს მიაღწევს. ეს ეხება დამატებით სანქციებსაც ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის, დასძინა ჯეიკ სალივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG