Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 260 ადამიანს, 15 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 11 059 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 260 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.35%;
  • ბოლო 7 დღის - 2.62%;
  • ბოლო 14 დღის - 2.45%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 834-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 922 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 234 410 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 82 189 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 359 141 შემთხვევა. მათგან 345 582 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5175 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG