Accessibility links

site logo site logo

საქართველოს ეწვევიან საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის 3 ქვეყნიდან


საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის მანდატით საქართველოს ეწვევიან ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ. მინისტრები ჩავლენ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ტვიტერზე წერს, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორების“ მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოიხატება უფრო აქტიური მონაწილეობით, მათ შორის გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხში. საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი 24-26 ივნისს შედგება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა მაისის ბოლოს, ლისაბონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი სახელით, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფი, რათა აჩვენონ რეგიონის მოვლენებში ჩართულობისთვის ევროკავშირის მზადყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG